Posts Tagged ‘ფილადელფია’

ტრაგიკული ნათესაობა

…..ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
…..— მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ მამაჩემი სიძეგახდა, ხოლო გერი — დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.
…..ჩემს ცოლს შეეჩინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა, მე კი ბიძად, როგორც ჩემი დედის ძმა.
…..მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.
…..მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცილისათვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიისქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ მე საკუთარი თავის ბ ა ბ უ ა ც   ვყოფილვარ.