Posts Tagged ‘ტექტონიკა’

კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა

…..ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
…..XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე –
პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

…..ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბნენი დედამიწაზე
წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.

…..დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
ჩრდილოეთი ამერიკის ფილა – ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთიატლანტიკა და გრენლანდია
1) სამხრეთი ამერიკის ფილა – სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ……………………………………….ატლანტიკა

2) ანტარქტიკული ფილა – ანტარქტიკა

3) ევრაზიული ფილა – ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია     …………………………….ინდოეთის გარდა

4) აფრიკული ფილა – აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და       …..ინდოეთის ოკეანის დასავლეთი

5) ინდოავსტრალიური ფილა – ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და     ………………………………………..ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი

6) ნასკას ფილა – წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ …………………….ამერიკას
7) წყნარი ოკეანის ფილა – წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.

…..არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა.