Posts Tagged ‘მარათომნი’

პირველი დღე სკოლაში

დღეს 15 სექტემბერია.

ზუსტად სამ თვიანი დასვენების მერე პირველად მივედი სკოლაში. ისე რა არის ხუთშაბათს რომ მოინდომეს სწავლის დაწყება ორშაბათს მაინც დაწყებულიყო. 🙂 მიუხედავად ამ პროტესტისა დღეს მაინც შვიდ საათზე გამეღვიძა, რვისთვის უკვე მზად ვიყავირომ დამეწყო სასკოლო მარათომნი. სკოლაში რომ მივედი თითქმის ყველა კლასელი მისული დამხვდა. მისალმებისა და დასვენების ამბების გამოკითხვის მერე ჩვეულ რიტმში ჩავდექი: ვიცინოდი და ვიცინოდი… მალე ეზო მშობლებით, მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და ახალმოსული პირველკლასელაბით გაივსო. მას შემდეგ რაც პირველ კლასელებს შეხვდნენ კარგი სწავლისთვის, კარგი მასწავლებლობისთვის და კარგი დირექტორობისთვის(ეს მემგონი მართო წელს მოხდა) სიგელები დაარიგეს. ერთ სიგელს კი მეც გამოვკარი ხელი. მალე პირველი ზარი დარეკეს და ყველა ჩვენ-ჩვენ კლასებში დავბრუნდით, ორიოდე წუთში თეთროსანთა კლასშიც დამრიგებელიც შემოვიდა და… დაახლოებით საათნახევარში გამოგვიშვეს. რათქმაუნდა ფეხით წამოვედით. არვიცი რატომ მაგრამ მთელი გზა ვიცინოდი. არ ვიცი რა მიხაროდა სკოლის დაწყება თუ კლასელების ნახვა. იქნებ ორივე ერთად…