Posts Tagged ‘გრიგოლ ხანძთელი’

გილოცავთ გრიგოლ ხანცთელის ხსენების დღეს

გრიგოლ ხანძთელი იყო ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.     გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში  წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს.

იგი აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე. თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. იგი  აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის ოთხმიცდაათიანი წლებიდან ტაო-კლარჯეთში  დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონას ტერი. IX საუკუნის ოცდაათიან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა.

გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.