დიდი ითხშაბათი

დიდი ოთხშაბათი – ვნების კვირის ოთხშაბათი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის ცნობასა და შეპყრობაში, რისთვისაც 30  ვერცხლი მოითხოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძრიდან განდევნა მოვაჭრენი. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და მოძულე მღვდელმთავრებმა ვერაფერი გაბედეს.                                                                                                             

დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.

რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა.

უცნაური შენობანი

ჩვეულებისამებრ ინტერნეტში დავბოდიალობდი და აი რეებს წავაწყდი:

გამოცანა

ძველად ასეთი ამოცანა იცოდნენ:

ერთხელ ერთმა შეძლებულმა კაცმა თავის მსახური დააბარა რომ მისი ნაყიდი ჩექმა გაეყიდა 25–ლარად.ასევე იყო ორი კაცი რომელთაც ერთს მარჯვენა ფეხი არ ქონდა მეორეს მარცხენა. ერთხელ  მდიდრის მსახური შეხვდა მათ და ჩექმა მიყიდა,  ერთს მარცხენა მეორეს მარჯვენა. ასე რომ თითო კაცს 12.5 ლარი დამოუვიდათ გადახდილი. როდესაც მსახური შინ დაბრუნდა ჩექმის პატრონმა უსაყვედურა რომ ძვირად გაყიდა ჩექმა და 5 ლარი უკან აატანა და დააბარა რომ მყიდველისთვის მიეცა. მსახური ძუნწი კაცი იყო და თითოს ლარ–ლარი, ხოლო 3 ლარი თავისთვის დაიტოვა.

კითხვა: თუ ორ  კაცს გადახდილი ქონდათ 12.5 ლარი და დაუბრუნეს 1 ლარი მაშინ გადახდილი 11.5ლარი გამოუვიდათ (12.5–1=11.5). ასე რომ ორივეს ერთად (11.5+11.5=23) 23 ლარი გამოუვიდათ. ამას დავუმატოთ მსახურის ჩაჯიბული 3 ლარი და მივიღებთ (23+3=26) 26 ლარს. საიდან დაემატა 1 ლარი? ( თავიდან ხომ 25 ლარი გადაიხადეს?)

ჩვენი წინაპრები-ბრინჯაოს ხანა

გავიდა მრავალი წელი დასაბამიდან და ადამიანმა აღმოაჩინა სპილენძი, რითაც ის ახალ-ახალ სამეურნეო და საბრძოლო იარაღს ამზადებდა. სპილენძი რბილი იყო, ადვილად იღუნებოდა. ამის გამო კაცმა სპილენძს შეურია ახალი აღმოჩენილი ლითონი-კალა და ბრინჯაო მიიღო. აი სწორედ აქ დასრულდა ქვის ხანა და დაიწყო ბრინჯაოს ხანა, კერძოდ ახალი ბრინჯაოს ხანა.
ცოტა ხანში ადამიანმა აღმოაჩინა რკინა და ძვ.წ.-ით 3000 წელს რკინამ ბრინჯაო შეცვალა.

ბრინჯაოს ხანაში მოხდა ასევე ერთ-ერთი დიდი ცვლილება. გაჩნდა ადამიანთა პირველი გაერთიანებეი —ტომები.ტომის ყველა საჭირბოროტო საკითხს ტომის ბელადი ან უხუცესი წყვეტდა. ის იყო ძალიან განათლებული ადამიანი და შთამომავლობის მასწავლებელი. ყველა ტომს დიდი მიჭები ქონდათ, მაგრამ არ ყოფნიდათ და ხშირად მშვიდობიანი ურთიერთობა ომებში იზრდებოდა. დროთა განმავლიბაში ტომთა გაერთიანებიდან წარმოიშვა თემი ხოლო თემიდან სახელმწიფო.

ამავე ხანაში ჩამოყალიბდა რწმენა. იგი ევედრებოდა მზეს რომ გაეთბო, ხანაც წვიმას რათა გვალვა გაეფანტა. როდესაც მისი ნათხოვნი ”ასრულდებოდა” ის ხან ცეკვავდა, ხანაც მღეროდა და ასე გამოხატავდა მადლიერებას. ასე თანდათან ჩამოყალიბდა ადამიანში რწმენა. მისი წარმოდგენით ყველა სფეროს თავისი ღმერთი ყავდა. ასე წარმოიშვა მრავალღმერთიანობის კულტი და საკულტო რიტუალები. ადამიანმა ყველაფერი გაასლიერა მისი წარმოდგენით ყველაფერში იყო სული რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობდა. ასე ჩამოყალიბდა რწმენა.

ჩვენი წინაპრები-ქვის ხანა

უძველესი ადამიანები მეცნიერთა ვარაუდით აღმოსავლერ აფრიკაში გაჩნდნენ,შემდეგ კი ევროპაში გავრცელდნენ (ეს არის მეცნიერთა ვარაუდი, მაგრამ ასევე არსებობს ბიბლიური ვარიანტიც, რომელიც გვაუწყებს რომ პირველი ადამიანეი ადამი და ევა იყვნენ).

ადრე ადამიანები ძალზედ განუვითარებლები იყვნენ, ისინიჯგუფებად ცხოვრობდნენ, ტყეებში დაეხეტებოდნე  და აგროვებდნენ ყველაფერს, საჭმელს და იმ ნივთებს რომლებიც გმოადგებოდათ. მათ ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ცხოველები ამიტომ მათ შექმნეს იარაღი და უკვე მათზე ნადირობაც დაიწყეს.ისინი უხეშად დამზადებულ ქვის იარაღებს იყენებდნენ, რომლებიც ძალიან მოუხერხებელი იყო, ამითომ ამ ხანას მეცნიერებ ძველი ქვის ხანით მოიხსენიებენ.

დროთა განმავლიბაში ადამიანმა მეხისაგან ცეცხლი ”აიღო” დაგამოქვაბულში დასახლდა.  მამაკაცებმა ნადირობა და თევზაობა დაიწყეს ხოლო ქალებს ცეცხლის შენახვა და საჭმლის შეგროვება.გავიდა მრავალი ათასწლეული და ადამიანი ქოხებში გადავიდა საცხოვრებლად, საქონელი მოაშინაურა და მიწათმოქმედაბა დაიწყო. აგრეთვე განავითარა იარაღი, ამიტომ მეცნიერებმა ამ ხანას ახალი ქვის ხანა უწოდეს.

ეს ყველაფერი დაახლიებით 10-12 ათასი წლის წინ მოხდა.

კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა

…..ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
…..XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე –
პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

…..ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბნენი დედამიწაზე
წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.

…..დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
ჩრდილოეთი ამერიკის ფილა – ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთიატლანტიკა და გრენლანდია
1) სამხრეთი ამერიკის ფილა – სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ……………………………………….ატლანტიკა

2) ანტარქტიკული ფილა – ანტარქტიკა

3) ევრაზიული ფილა – ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია     …………………………….ინდოეთის გარდა

4) აფრიკული ფილა – აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და       …..ინდოეთის ოკეანის დასავლეთი

5) ინდოავსტრალიური ფილა – ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და     ………………………………………..ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი

6) ნასკას ფილა – წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ …………………….ამერიკას
7) წყნარი ოკეანის ფილა – წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.

…..არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა.

ტრაგიკული ნათესაობა

…..ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
…..— მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ მამაჩემი სიძეგახდა, ხოლო გერი — დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.
…..ჩემს ცოლს შეეჩინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა, მე კი ბიძად, როგორც ჩემი დედის ძმა.
…..მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.
…..მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცილისათვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიისქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ მე საკუთარი თავის ბ ა ბ უ ა ც   ვყოფილვარ.

ილუზია

ინტერნეტში ჩემთვის დავბოდიალობდი და აი რა სურათი აღმივაჩინე:

ათი წამით უყურეთ სურათს შემდეგ თვალები დახუჭეთ, ზემოთ აიხედეთ და თვალები სწრაფად ახამხამეთ. შედეგს თქვენ თვითონ ნახავთ.

გილოცავთ გრიგოლ ხანცთელის ხსენების დღეს

გრიგოლ ხანძთელი იყო ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.     გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში  წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს.

იგი აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე. თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. იგი  აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის ოთხმიცდაათიანი წლებიდან ტაო-კლარჯეთში  დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონას ტერი. IX საუკუნის ოცდაათიან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა.

გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.

Hello, Blogosphere!

აი, ბლოგოსფეროს ჰორიზონტზე გამოჩნდა “რეცელის ბლოგი”! ყველაზე მხიარული, სასაცილო და ზოგჯერ ზომიერად კრიტიკულიც! 🙂  და რაც მთავარია, ყველაზე, ყველაზე პატარა “მესაკუთრით!”

.

ნათქვამია: “ცდა ბედის მონახევრეაო!” ხოდა, მეც ვცდი 🙂

.

მაშ ასე, შამპანიურები გახსნილია და წითელი ლენტიც გაჭრილი!!!

.

.

W E L C O M E  !!!

.

თავს არ შეგაწყენთ ჩემი ლაქ-ლაქით, უბრალოდ, გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე. 😉

 

p.s. Click Publish 🙂