Archive for the ‘ყველასათვის’ Category

წმ. გიორგი

    ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამპყრობელო სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

 ამ დროს რომის იმპერატორი იყო დეოკლიტიანე, რომელმაც  მაგნენტიოსთან ერთად რომის იმპერია წელში გამართეს, კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანეს დროს ტრივონთა მეთაური იყო. მან თავი გამოიჩინა მრავალ ბრძოლაში. გადმოცემის თანახმად დიოკლეტიანეს შვილი არ ყავდა და წმინდანი ყავდა მემკვიდრედ დანიშნული, მაგრამ ამ დროს იგი იმპერატირთან  შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება. შესთავაზა ამქვაყნიური სიმდიდრე მაგრამ ვერაფერმა ვერ გაჭრა.წმინდა გიორგიმ ამქვეყნიურ სიმდიდრეს ღმერთისთვის წამება არჩია. ამიტომაც დიოკლეტიანემ პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელიზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად     გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას.წმ გიორგი მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა: „ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა დაშეიმუსრა.   ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს

წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

skype trick

ერთ დღეს ერთმა გოგომ ჩართო skype და ოთახიდან გავიდა. სკუპეზე მას ვიღაცა ბიჭმა მოწერა. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
-:*
-(ბიჭმა დაკუნთული ხელის სმაილი გაუგზავნა)
-:D 😀 უპასუხა უცნობმა
-მე ცმა ვარ
– ჩმა რა არის?-გამოეკიდა შეცდომაზე.
-ძმა, ამ skype-ზე აღარ მოწერო-დაემუქრა ის.
-რომელი ხარ?-იკიხა უცნობმა (თითქოს არ იცოდა)
-სალომეს ძმა.შენ ვინ ხარ?
-მეგობარი
-მეგობარი არა ის კიდე, გეუბნები ამ ადამიანს აღარ მოწერო თორე…
უცებ დის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ყურმილი სიცილით ძმამ აიღო და თქვა ,,აქ აღარ დარეკო თორე… ზარმა ისევ გაიწკრიალა.
– ხომ გითხარი აქ აღარ დარეკო თქო
-და რატო მიშლი?
-აი კიდე დარეკე და ნახავ. დაიკვეხნა მან
-:D 😀 😀


მთელი წუთი ძმის ოთახში სიცილის ხმა არ განელებულა, მერე დამ მრისხანე ძმა კომპიუტერიდან ააყენა და განაგრძო აკრზალული საუბარი… 

ზარმაცის ბლოგი

დამთავრდა ჩემი საზაფხულო არდადაგები,

ჩამოვედი სოფლიდან,

მივუჯექი კომპიუტერს(ჯერ ეზოში ჩავედი და მეგობრები ვნახე),

შევედი wordpres-ში და …

ბოლო პოსტი დაწერილია 12 მაისს …

ასე რომ სრულიად ნებადართულია რომ ჩემ ბლოგს   რეცელის ბლოგის ნაცვლად დაერქვას.      ზარმაცის ბლოგი

სტატისტიკის მიხედვითაც ბოლო ადგილზე მოვჩანჩალებ 🙂 წინა სამ დღეს სულ რვა კაციმა გამიხსენა და მესტუმრა . ეხლა გადავხედე წარსულს და ვპქრობ ნეტა სად ვიყავი ამდენი ხანი, სად მეძინა რომ ამდენი ხნის მანძილძე (ზუსტად 4 თვე)ერთი სტრიქონიც რომ ვერ დავწერე არადა რამდენმა ”საბაბმა” განვლო გზა. მაგრამ ეს წარსულში მოხდა დღეის შემდეგ შევეცდები რომ უფრო ბევრი პოსტი შემოგთავაზოთ. ეჰ მემგონი თავი მოგაბეზრეთ ჩემი მრავალსიტყვაობით. ასე რომ გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე …

დიდი ხუთშაბათი

დღე, როცა უფალმა წმინდა ზიარება დაგვიწესა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.

ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

სამების ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე: “მაცხოვარმა საიდუმლო სერობა გამართა ჯვარცმის წინ, ვიდრე მას შეიპყრობდნენ, რამეთუ მას უნდა მიეცა ყველაზე მთავარი მოციქულებისთვის – თავისი ხორცი და სისხლი უხრწნელი ზიარების სახით. უფალმა ამ დღეს დააწესა დიდი საიდუმლოება. უფალმა გადააქცია პური თავის ხორცად და წითელი ღვინო თავის სისხლად. ეს ადამიანისათვის მიუწვდომელი და ამოუცნობია, ეს სული წმინდის მადლით ხდება. უფალმა მის ხორცად და სისხლად ქცეული პური და ღვინოთი აზიარა მოციქულები და აღავსო სული წმინდის მადლით, შეიერთა ისინი. ასე უერთდება ყველა მაზიარებელი მაცხოვარს, ღმერთი შემოდის ადამიანში.

უფალმა სწორედ ამ გზით ინება ღმერთთან კაცის ხორციელი შეერთება. თუ ჭეშმარიტი სინანული არ აქვს ადამიანს, მისი ზიარება არ შეიძლება, ამის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ იუდა, რომელმაც არ განიწმინდა გული და მოუმზადებელი ეზიარა. ამიტომაც მას ზიარება ექცა ცეცხლად”.

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა.  მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: “სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (მათ. 26, 27-28).

შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

დიდი ითხშაბათი

დიდი ოთხშაბათი – ვნების კვირის ოთხშაბათი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის ცნობასა და შეპყრობაში, რისთვისაც 30  ვერცხლი მოითხოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძრიდან განდევნა მოვაჭრენი. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და მოძულე მღვდელმთავრებმა ვერაფერი გაბედეს.                                                                                                             

დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.

რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა.

უცნაური შენობანი

ჩვეულებისამებრ ინტერნეტში დავბოდიალობდი და აი რეებს წავაწყდი:

გამოცანა

ძველად ასეთი ამოცანა იცოდნენ:

ერთხელ ერთმა შეძლებულმა კაცმა თავის მსახური დააბარა რომ მისი ნაყიდი ჩექმა გაეყიდა 25–ლარად.ასევე იყო ორი კაცი რომელთაც ერთს მარჯვენა ფეხი არ ქონდა მეორეს მარცხენა. ერთხელ  მდიდრის მსახური შეხვდა მათ და ჩექმა მიყიდა,  ერთს მარცხენა მეორეს მარჯვენა. ასე რომ თითო კაცს 12.5 ლარი დამოუვიდათ გადახდილი. როდესაც მსახური შინ დაბრუნდა ჩექმის პატრონმა უსაყვედურა რომ ძვირად გაყიდა ჩექმა და 5 ლარი უკან აატანა და დააბარა რომ მყიდველისთვის მიეცა. მსახური ძუნწი კაცი იყო და თითოს ლარ–ლარი, ხოლო 3 ლარი თავისთვის დაიტოვა.

კითხვა: თუ ორ  კაცს გადახდილი ქონდათ 12.5 ლარი და დაუბრუნეს 1 ლარი მაშინ გადახდილი 11.5ლარი გამოუვიდათ (12.5–1=11.5). ასე რომ ორივეს ერთად (11.5+11.5=23) 23 ლარი გამოუვიდათ. ამას დავუმატოთ მსახურის ჩაჯიბული 3 ლარი და მივიღებთ (23+3=26) 26 ლარს. საიდან დაემატა 1 ლარი? ( თავიდან ხომ 25 ლარი გადაიხადეს?)

კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა

…..ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
…..XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე –
პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

…..ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბნენი დედამიწაზე
წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.

…..დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
ჩრდილოეთი ამერიკის ფილა – ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთიატლანტიკა და გრენლანდია
1) სამხრეთი ამერიკის ფილა – სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ……………………………………….ატლანტიკა

2) ანტარქტიკული ფილა – ანტარქტიკა

3) ევრაზიული ფილა – ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია     …………………………….ინდოეთის გარდა

4) აფრიკული ფილა – აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და       …..ინდოეთის ოკეანის დასავლეთი

5) ინდოავსტრალიური ფილა – ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და     ………………………………………..ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი

6) ნასკას ფილა – წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ …………………….ამერიკას
7) წყნარი ოკეანის ფილა – წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.

…..არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა.

Hello, Blogosphere!

აი, ბლოგოსფეროს ჰორიზონტზე გამოჩნდა “რეცელის ბლოგი”! ყველაზე მხიარული, სასაცილო და ზოგჯერ ზომიერად კრიტიკულიც! 🙂  და რაც მთავარია, ყველაზე, ყველაზე პატარა “მესაკუთრით!”

.

ნათქვამია: “ცდა ბედის მონახევრეაო!” ხოდა, მეც ვცდი 🙂

.

მაშ ასე, შამპანიურები გახსნილია და წითელი ლენტიც გაჭრილი!!!

.

.

W E L C O M E  !!!

.

თავს არ შეგაწყენთ ჩემი ლაქ-ლაქით, უბრალოდ, გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე. 😉

 

p.s. Click Publish 🙂