Archive for the ‘ჩემზე’ Category

პირველი დღე სკოლაში

დღეს 15 სექტემბერია.

ზუსტად სამ თვიანი დასვენების მერე პირველად მივედი სკოლაში. ისე რა არის ხუთშაბათს რომ მოინდომეს სწავლის დაწყება ორშაბათს მაინც დაწყებულიყო. 🙂 მიუხედავად ამ პროტესტისა დღეს მაინც შვიდ საათზე გამეღვიძა, რვისთვის უკვე მზად ვიყავირომ დამეწყო სასკოლო მარათომნი. სკოლაში რომ მივედი თითქმის ყველა კლასელი მისული დამხვდა. მისალმებისა და დასვენების ამბების გამოკითხვის მერე ჩვეულ რიტმში ჩავდექი: ვიცინოდი და ვიცინოდი… მალე ეზო მშობლებით, მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და ახალმოსული პირველკლასელაბით გაივსო. მას შემდეგ რაც პირველ კლასელებს შეხვდნენ კარგი სწავლისთვის, კარგი მასწავლებლობისთვის და კარგი დირექტორობისთვის(ეს მემგონი მართო წელს მოხდა) სიგელები დაარიგეს. ერთ სიგელს კი მეც გამოვკარი ხელი. მალე პირველი ზარი დარეკეს და ყველა ჩვენ-ჩვენ კლასებში დავბრუნდით, ორიოდე წუთში თეთროსანთა კლასშიც დამრიგებელიც შემოვიდა და… დაახლოებით საათნახევარში გამოგვიშვეს. რათქმაუნდა ფეხით წამოვედით. არვიცი რატომ მაგრამ მთელი გზა ვიცინოდი. არ ვიცი რა მიხაროდა სკოლის დაწყება თუ კლასელების ნახვა. იქნებ ორივე ერთად…

ზარმაცის ბლოგი

დამთავრდა ჩემი საზაფხულო არდადაგები,

ჩამოვედი სოფლიდან,

მივუჯექი კომპიუტერს(ჯერ ეზოში ჩავედი და მეგობრები ვნახე),

შევედი wordpres-ში და …

ბოლო პოსტი დაწერილია 12 მაისს …

ასე რომ სრულიად ნებადართულია რომ ჩემ ბლოგს   რეცელის ბლოგის ნაცვლად დაერქვას.      ზარმაცის ბლოგი

სტატისტიკის მიხედვითაც ბოლო ადგილზე მოვჩანჩალებ 🙂 წინა სამ დღეს სულ რვა კაციმა გამიხსენა და მესტუმრა . ეხლა გადავხედე წარსულს და ვპქრობ ნეტა სად ვიყავი ამდენი ხანი, სად მეძინა რომ ამდენი ხნის მანძილძე (ზუსტად 4 თვე)ერთი სტრიქონიც რომ ვერ დავწერე არადა რამდენმა ”საბაბმა” განვლო გზა. მაგრამ ეს წარსულში მოხდა დღეის შემდეგ შევეცდები რომ უფრო ბევრი პოსტი შემოგთავაზოთ. ეჰ მემგონი თავი მოგაბეზრეთ ჩემი მრავალსიტყვაობით. ასე რომ გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე …

ქრისტე აღდგა–ჭეშმარიტად

ქრისტე აღდგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

ერთი დღის დაგვიანებით იმიტომ ვწერ რომ გუშინ არ მეცალა, სულ ეზოში ვიყავი.  

თავს დიდად არ მოგაწყენთ ამ დღის ღირსშესანიშნაობის აღწწერით  სიტყვა აღდგომა ყველაფერს ნათელს ფენს. ამ დღეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა.  შაბათს ღამის 23 საათიდან ღამისთევაზე ვიყავი და დილის შვიდის მახევარძე დავიძინე. ღამისთევა ძაან მაგარი იყო და ნუ მკითხავთ რატომ :დ   კვირას თორმეტზე გავიღვიძე და ეგრევე ეზოს მივაშურე. როგორც ყოველთვის ეზო სავსე იყო. რამოდენიმე კვერცხი გავტეხე და მადიანად შევექეცი. გავერთე (მგონი ბოლომდე დავიხარჯე :დ) და   სახლში ღამით ამოვედი.  არაფრი თავი აღარ მქონდა და მალევე დავიძინე . ორშაბათს ჩვეულებისამებრ  საფლავზე ვიყავი და იქაც ცოტა ვიმხიარულე,  მაგრამ იმდენად არა რომ მიცვალებულები შემეწუხებინა :დ . ახლა კი პოსტის წერას მოვრჩი.

 

P.s წინა პოსტებთან შედარებით  ცოტა  განსხვავებული გამოვიდა და თქვენ განსაჯეთ კარგია თუ ცუდი.