Archive for the ‘ისტორიული’ Category

იან ვერმეერი

იან ვერმეერი XVII საუკუნის ჰოლანდიელი ფერმწერია. 1632 წელს ქალაქ დელფტში, ბერგერ ვერმეერს შეეძინა ვაჟი იოანესი (იანი). მომავალი დიდი მხატვრის მამას ჰქონდა სასტუმრო, აწარმოებდა მოდურ აბრეშუმს და ხანდახან სურათებითაც ვაჭრობდა. იანი იზრდებოდა წელგამართულ ოჯახში, სადაც მკაცრი წესრიგი სუფევდა. ბავშვობის წლები უდარდელად მიდიოდა, რაც უფრო იზრდებოდა, მეტად აკვირდებოდა მამამისთან მოსულ გრძელთმიან მხატვრებს, რომლებიც ნამუშევრებს უტოვებდნენ მამას. ყმაწვილობაში თვითონვე მოსინჯა ფუნჯი. ოჯახში ამით არ აღფრთოვანებულან, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ.
1653 წელს მხატვართა წმ. ლუკას სახელობის გილდიამ თავის რიგებში მიიღო ახალგაზრდა ვერმეერი. ამ დროისთვის ის დაქორწინებული იყო ეკატერინე ბოლნესზე. მასთან ეყოლა რვა ბავშვი. 1654 წ. დელფტში აფეთქდა დენთის საწყობები, რამაც შეიწირა ვერმეერის მასწავლებლის ნიჭიერი კარელ ფაბრიციუსის სიცოცხლე, რომელიც ძალიან ბევრს პირდებოდა ვერმეერს. საერთოდ მისი ბიოგრაფიული დოსიე ძალიან მწირია. ჩვენ არ შემოგვრჩენია არც მხატვრის ჩანაწერები, არც დღიურები, მხოლოდ შემთხვევითი ცნობები მისი თანამედროვეებისგან.თავის ტილოებს საკმაოდ ძვირადაც ჰყიდდა, მაგრა მუშაობდა ძალიან ნელა. წლსიწადში ორ ნამუშევარს თუ დაამთავრებდა, ამიტომ საფიქრელია, რომ იგი შემოსავლის სხვა წყაროებითაც სარგებლობდა. მისი დიდი მფარველი და შემოქმედების დამფასებელი გახლდათ (სხვათა შორის მეფუნთუშე) ჰენდრიკ ვან ბუიტენი.
მხატვარი გარდაიცვალა 43 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დარჩა ცოლი და 8 ბავშვი, ბევრი დაუმთავრებელი ტილო, არ არის სემორჩენილი მისი ავტოპორტრეტიც. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ვერმეერი, მან გამოსახა თავი ერთ ტილოზე ,,მხატვრის სახელოსნო”, სადაც იგი ზურგითაა ჩვენსკენ მობრუნებული, ტილო ისეთი სიზუსტითაა შესრულებული, გვიჩნდება სურვილი დავუძახოთ მხატვარს,,მობრუნდით იან! დაგვანახეთ თქვენი სახე!”
უცნაურია, მაგრამ ასეთი გენიალური მხატვარი, მხოლოდ ბრმა შემთხვევამ აღმოაჩინა XIX საუკუნის შუა წლებშ. ცნობილია რომ ტორეს ძალიან მოეწოა მისი ერთ ერთი ნამუშევარი,  მან თავისი აღრფთოვანება გადასდო ხელოვნების ისეთ დამფასებლებს როგორებიც იყვნენ თეოფილე გოტიე, ძმები გონკურები და მაქსიმ დიუკანი. ათი წლის ძიების შემდეგ თითქმის ყველა ნახატი აღმოჩენილ იქნა, მაგრამ ვერმეერის ტილოები 40-ს არ აღემატებოდა. სიმცირის გამო ფასები წარმოუდგენლად მაღალია მის ნამუშევრებზე, რადგან ყველა დიდ მუზეუმს აქვს პრეტენზია, რომ ფლობდეს ვერმეერის შედევრებს.

ჩვენი წინაპრები-ქვის ხანა

უძველესი ადამიანები მეცნიერთა ვარაუდით აღმოსავლერ აფრიკაში გაჩნდნენ,შემდეგ კი ევროპაში გავრცელდნენ (ეს არის მეცნიერთა ვარაუდი, მაგრამ ასევე არსებობს ბიბლიური ვარიანტიც, რომელიც გვაუწყებს რომ პირველი ადამიანეი ადამი და ევა იყვნენ).

ადრე ადამიანები ძალზედ განუვითარებლები იყვნენ, ისინიჯგუფებად ცხოვრობდნენ, ტყეებში დაეხეტებოდნე  და აგროვებდნენ ყველაფერს, საჭმელს და იმ ნივთებს რომლებიც გმოადგებოდათ. მათ ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ცხოველები ამიტომ მათ შექმნეს იარაღი და უკვე მათზე ნადირობაც დაიწყეს.ისინი უხეშად დამზადებულ ქვის იარაღებს იყენებდნენ, რომლებიც ძალიან მოუხერხებელი იყო, ამითომ ამ ხანას მეცნიერებ ძველი ქვის ხანით მოიხსენიებენ.

დროთა განმავლიბაში ადამიანმა მეხისაგან ცეცხლი ”აიღო” დაგამოქვაბულში დასახლდა.  მამაკაცებმა ნადირობა და თევზაობა დაიწყეს ხოლო ქალებს ცეცხლის შენახვა და საჭმლის შეგროვება.გავიდა მრავალი ათასწლეული და ადამიანი ქოხებში გადავიდა საცხოვრებლად, საქონელი მოაშინაურა და მიწათმოქმედაბა დაიწყო. აგრეთვე განავითარა იარაღი, ამიტომ მეცნიერებმა ამ ხანას ახალი ქვის ხანა უწოდეს.

ეს ყველაფერი დაახლიებით 10-12 ათასი წლის წინ მოხდა.

კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა

…..ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
…..XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე –
პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

…..ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბნენი დედამიწაზე
წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.

…..დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
ჩრდილოეთი ამერიკის ფილა – ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთიატლანტიკა და გრენლანდია
1) სამხრეთი ამერიკის ფილა – სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ……………………………………….ატლანტიკა

2) ანტარქტიკული ფილა – ანტარქტიკა

3) ევრაზიული ფილა – ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია     …………………………….ინდოეთის გარდა

4) აფრიკული ფილა – აფრიკა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და       …..ინდოეთის ოკეანის დასავლეთი

5) ინდოავსტრალიური ფილა – ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და     ………………………………………..ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი

6) ნასკას ფილა – წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ …………………….ამერიკას
7) წყნარი ოკეანის ფილა – წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.

…..არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა.