Archive for ნოემბერი, 2011

წმ. გიორგი

    ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამპყრობელო სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

 ამ დროს რომის იმპერატორი იყო დეოკლიტიანე, რომელმაც  მაგნენტიოსთან ერთად რომის იმპერია წელში გამართეს, კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანეს დროს ტრივონთა მეთაური იყო. მან თავი გამოიჩინა მრავალ ბრძოლაში. გადმოცემის თანახმად დიოკლეტიანეს შვილი არ ყავდა და წმინდანი ყავდა მემკვიდრედ დანიშნული, მაგრამ ამ დროს იგი იმპერატირთან  შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება. შესთავაზა ამქვაყნიური სიმდიდრე მაგრამ ვერაფერმა ვერ გაჭრა.წმინდა გიორგიმ ამქვეყნიურ სიმდიდრეს ღმერთისთვის წამება არჩია. ამიტომაც დიოკლეტიანემ პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელიზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად     გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას.წმ გიორგი მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა: „ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა დაშეიმუსრა.   ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს

წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

იან ვერმეერი

იან ვერმეერი XVII საუკუნის ჰოლანდიელი ფერმწერია. 1632 წელს ქალაქ დელფტში, ბერგერ ვერმეერს შეეძინა ვაჟი იოანესი (იანი). მომავალი დიდი მხატვრის მამას ჰქონდა სასტუმრო, აწარმოებდა მოდურ აბრეშუმს და ხანდახან სურათებითაც ვაჭრობდა. იანი იზრდებოდა წელგამართულ ოჯახში, სადაც მკაცრი წესრიგი სუფევდა. ბავშვობის წლები უდარდელად მიდიოდა, რაც უფრო იზრდებოდა, მეტად აკვირდებოდა მამამისთან მოსულ გრძელთმიან მხატვრებს, რომლებიც ნამუშევრებს უტოვებდნენ მამას. ყმაწვილობაში თვითონვე მოსინჯა ფუნჯი. ოჯახში ამით არ აღფრთოვანებულან, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ.
1653 წელს მხატვართა წმ. ლუკას სახელობის გილდიამ თავის რიგებში მიიღო ახალგაზრდა ვერმეერი. ამ დროისთვის ის დაქორწინებული იყო ეკატერინე ბოლნესზე. მასთან ეყოლა რვა ბავშვი. 1654 წ. დელფტში აფეთქდა დენთის საწყობები, რამაც შეიწირა ვერმეერის მასწავლებლის ნიჭიერი კარელ ფაბრიციუსის სიცოცხლე, რომელიც ძალიან ბევრს პირდებოდა ვერმეერს. საერთოდ მისი ბიოგრაფიული დოსიე ძალიან მწირია. ჩვენ არ შემოგვრჩენია არც მხატვრის ჩანაწერები, არც დღიურები, მხოლოდ შემთხვევითი ცნობები მისი თანამედროვეებისგან.თავის ტილოებს საკმაოდ ძვირადაც ჰყიდდა, მაგრა მუშაობდა ძალიან ნელა. წლსიწადში ორ ნამუშევარს თუ დაამთავრებდა, ამიტომ საფიქრელია, რომ იგი შემოსავლის სხვა წყაროებითაც სარგებლობდა. მისი დიდი მფარველი და შემოქმედების დამფასებელი გახლდათ (სხვათა შორის მეფუნთუშე) ჰენდრიკ ვან ბუიტენი.
მხატვარი გარდაიცვალა 43 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დარჩა ცოლი და 8 ბავშვი, ბევრი დაუმთავრებელი ტილო, არ არის სემორჩენილი მისი ავტოპორტრეტიც. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ვერმეერი, მან გამოსახა თავი ერთ ტილოზე ,,მხატვრის სახელოსნო”, სადაც იგი ზურგითაა ჩვენსკენ მობრუნებული, ტილო ისეთი სიზუსტითაა შესრულებული, გვიჩნდება სურვილი დავუძახოთ მხატვარს,,მობრუნდით იან! დაგვანახეთ თქვენი სახე!”
უცნაურია, მაგრამ ასეთი გენიალური მხატვარი, მხოლოდ ბრმა შემთხვევამ აღმოაჩინა XIX საუკუნის შუა წლებშ. ცნობილია რომ ტორეს ძალიან მოეწოა მისი ერთ ერთი ნამუშევარი,  მან თავისი აღრფთოვანება გადასდო ხელოვნების ისეთ დამფასებლებს როგორებიც იყვნენ თეოფილე გოტიე, ძმები გონკურები და მაქსიმ დიუკანი. ათი წლის ძიების შემდეგ თითქმის ყველა ნახატი აღმოჩენილ იქნა, მაგრამ ვერმეერის ტილოები 40-ს არ აღემატებოდა. სიმცირის გამო ფასები წარმოუდგენლად მაღალია მის ნამუშევრებზე, რადგან ყველა დიდ მუზეუმს აქვს პრეტენზია, რომ ფლობდეს ვერმეერის შედევრებს.